- ყვავილოვან მცენარეებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ყვავილობა ახასიათებს ტროპიკულ ორქიდეას. ზოგიერთი მათგანის ყვავილები 40-50 და ხანდახან 90 დღე-ღამის განმავლობაში ახარებენ თვალს.
- ყველაზე დიდი ზომის ყვავილი ტროპიკული მცენარის რაფლეზიის ყვავილია. მისი დიამეტრი 1 მეტრია, ხანდახან უფრო მეტიც. მას წითელი, თეთრი ლაქებით დაწინწკლული ხუთი გვირგვინის ფურცელი აქვს. რაფლეზიას მეტად არასასიამოვნო სუნი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყვავილი ასეთი დიდი ზომისაა, მისგან მცირე ზომის წვრილი თესლები მიიღება. ეს გიგანტური ყვავილიც ასეთი მცირე თესლისაგანაა განვითარებული.
- ცნობილია, რომ ევროპაში ბლის შემოტანა უკავშირდება ცნობილი რომაელი მხედართმთავრის ლუკუმის სახელს. ეს მოხდა 64 წელს ჩვ. წ.-აღ.მდე. აზიაში გამარჯვების შემდეგ ლუკუმი ზეიმით შევიდა რომში. მის ეტლს ამშვენებდა ბლის ხის ტოტი მწიფე ნაყოფებით. ეს მცენარე ამ დრომდე მხოლოდ ირანსა და მცირე აზიაში იზრდებოდა. ამის შემდეგ იგი ევროპაშიც გავრცელდა
- მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყვავილობისას ბევრი ტროპიკული მცენარის ყვავილის ტემპერატურა მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, ბალახოვანი მცენარის არუმის ყვავილის შუაგულში ტემოერატურა 40-45 გადუსს აღწევს. ასეთივე მოვლენას აქვს ადგილი ტროპიკული მცენარის ვიქტორიას ყვავილში. აღნიშნული მცენარეების ყვავილებში სუნთქვის დროს დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა.
- ჭიანჭველების ბუდეში (ლაბირინთში) თუ მოხვდება პატარა კუ (10-15 სმ სიგრძის სხეულით), ორ-სამ კვირაში კუდან ცარიელი გასუფთავებული ჯავშანი დარჩება. ღორმუცელა ჭიანჭველები მთლიანად გამოწუწნიან და მოინელებენ ნადავლს.
- ზღვებსა და ოკეანეებში გავრცელებულია ცხოველი ზღვის ვარსკვლავა. მას აქვს ხუთი სხივი, ხუთი თვალი, ხუთი საცეცი, ხუთი ღვიძლი, ხუთი ლაყუჩი და ხუთი დიდი ნერვი. პირი და კუჭი მხოლოდ ერთია, თავი კი საერთოდ არ გააჩნია. იგი საკვების მოსაპოვებლად ერთობ უცნაურედ იქცევა: უეცრად უკუღმა გადმოაბრუნებს თავის კუჭს, პირიდან გარეთ გამოყოფს და მოლუსკების ნიჟარაში შეტენის. კუჭი ნიჟარაში და არა თვით ვარსკვლავის სხეულში მოინელებს მოლუსკს. ოთხიოდე საათის შემდეგ მოლუსკიდან ცარიელი ნიჟარის მეტი არაფერი დარჩება.
- რატომ აირჩიეს მწერჭამია მცენარეებმა მტაცებლობა? რატომ არ ჰყოფნით ის საკვები, რომელსაც ფესვები მიწიდან იღებს? მწერიჭამია მცენარეები ჩვეულებრივი ჭაობის, ტორფნარის ნაპირზე იზრდებიან, სადაც ნიადაგი ძალზე ღარიბია საკვები მინერალებით. სწორედ ეს არის მათი არაჩვეულებრივი კვების მიზეზი: ნიადაგში აზოტის ნაკლებობას მტაცებელი მცენარეები ხაფანგში გაბმული მწერების სხეულის წვენით ინაზღაურებენ.
- თურმე მწერიჭამია მცენარეების ფოთლები, ცხოველთა ზოგიერთი ქსოვილის მსგაბვსად, ელექტრობას წარმოქმნიან. თუ მცენარე-ბუზიჭერიას ფოთოლს დენის ღმრიცხველ ხელსაწყოს შევუერთებთ, ხელსაწყოს ისარი გადაიხრება, ე.ი. აღირიცხება დენი.
- შესწავლილია, რომ თუ მცენარეებს (პომიდორს, წიწაკას, ნესვს და სხვა) გამხმარი ზღვის წყალმცენარის, მაგალითად, მურა წყალმცენარის, ფქვილს შევაფრქვევთ, მაშინ დასახელებული მცენარეები უკეთ და სწრაფად იზრდებიან, ყვავილობენ და ნაყოფსაც განსაკუთრებულად იძლევიან.
- ატლანტის ოკეანის ევროპის სანაპიროებთან, აგრეთვე შავი ზღვის ზოგიერთ ადგილას ბინადრობს თევზი-ეშმაკი. რატომ შეარქვეს მას სეთი სახელი? ამ უცნაურ თევზს უზარმაზარ თავზე სამი გრძელი საცეცისებური დანამატი აქვს_სახეშეცვლილი ზურგის ფარფლი. პირველი მათგანი-მისატყუარა წამოცმულ ანკესს წააგავს. ზღვის ეშმაკი წყალმცემარეებში იმალება, საცეც-მისატყუარას გარეთ გამოყოფს და ნელა არხევს. ახლოს მყოფ ტევზსიგი ჭიაყელა ჰგონია და გადასაყლაპავად მიცურდება. მაშინ ზღვის ეშმაკი მსხვერპლს უზარმაზარ ხახაში მოიქცევს, იქიდან კი კუჭში გადაუშვებს.
"იღბლიანი" ყვავილები
ზოგიერთ ყვავილს რომელიმე თვეს უკავშირებენ. ამბობენ, რომ იმ თვის ყვავილი,რომელ თვეშიც დაიბადე ბედნიერების
მომტანია
იანვარი: ენძელა-გაზაფხულის მახარობელია,
ამიტომ იმედის სიმბოლოა.
თებერვალი: ია-იღბლიანობის სიმბოლოა. ძველად ბავშვს, სამი წლის რომ გახდებოდა, იების გვირგვინს ჩუქნიდნენ.
მარტი: ნარგიზი-აღდგომის ყვავილია, ამავე დროს უელსის ეროვნული ყვავილიც არის.
აპრილი: არჯაკელი-მას ერთწლოვანი მცენარეების დედოფლად იცნობენ.
მაისი: შროშანი-საფრანგეთში სჯერათ, რომ ის ვისაც პირველ მაისს შროშანს მიართმევენ, მთელი წელი ბედნიერი იქნება
ივნისი: ვარდი-სიყვარულისა და სილამაზის მარადიულ სიმბოლოს სამეფო ძალაუფლებასა და რელიგიასაც უკავშირებენ
ივლისი: დუმფარა ან ლოტოსი- სიწმინდესა და სრულყოფილებას გამოხატავს და აღმოსავლთში წმინდა ყვავილებად ითვლებიან
აგვისტო: ხმალა- ეს სახელი მას ხმლის ფოთლების გამო ეწოდება. მისი ლათინური სახელწოდება "გლადიოლუსი" ქართულად სწორედ ხმალს ნიშნავს
სექტემბერი: აბილილი ანუ დილის ვარდი-დილით იშლება,ერთი დღე ყვავის და კვდება
ოქტომბერი: კოსმოსი-ამ ყვავილს სო~იმეტრიული ფურცლების გამო "კოსმოსი" უწოდეს, რაც "მოწესრიგებულს" ნიშნავს. "კოსმოსს" საქართველოში ცხრაფერას ეძაიან.
ნოემბერი: ქრიზანთემა-მზისა და სიცოცხლის სიმბოლო. იაპონიის ეროვნული ყვავილია.
დეკემბერი: ბაძგი-ძველად ბერებს სწამდათ, რომ ბაძგი ბოროტებას განდევნიდა.
No comments:
Post a Comment