Sunday, October 27, 2013

დღე IV

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, შეფასების დროის ჩარჩოზე. გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია.


Saturday, October 26, 2013

დღე III

      ტრენინგის ყოველ დღეს საინტერესო სიახლე გვხვდება. ნამდვილად ნაყოფიერი დღე იყო, აღარ მსურდა დღევანდელი სამუშაო დღის დასრულება.....
      მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს...

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
    ზოგადი კითხვები:

  • ვცხოვრობ,მაშასადამე ვცოცხლობ?
     თემატური კითხვები:

  • რატომ იწყებენ მოზარდები თამბაქოს მოხმარებას?
  • როგორ დაგეგმავთ პრევენციულ ღონისძიებებს?
  • რა გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარება ორგანიზმზე?

     შინაარსობრივი კითხვები:

  • რომელი ორგანოები ქმნიან სასუნთქ სისტემას?
  • რას შეიცავს თამბაქო?
  • რომელ ორგანოებს აზიანებს და რა დაავადებებს იწვევს თამბაქო?



Wednesday, October 23, 2013

ტრენინგის მეორე დღე

   მართლაც დაუვიწყარი დღე იყო, სიახლეებითა და ემოციებით დატვირთული. როგორც ყოვლეთვის ნაყოფიერად ვიმუშავეთ პედაგოგებმა. მადლობა ჩვენ ტრენენრს!
 ძალიან მიყვარხარ ნათი! 

Saturday, October 19, 2013

    დღე I

    ტრენინგის პირველი დღე დაიწყო INTEL-ის ვიდეოს ჩვენებით. ეს წუთები მართლაც საოცარი იყო, იმის მოლოდინით და წარმოდგენით, რომ ერთს დღეს ჩვენი ბავშვებიც აღმოჩნდებიან ასეთ საოცრებაში და არა მარტო ისინი.....
    ჩვენი ტრენერი, ნათია მაისურაძე, როგორც ყოველთვის მოტივირებული და საოცრად ენერგიული დიდი ენთუზიაზმით გვაცნობს ყველა სიახლეს და ჩვენც, როგორც საუკეთესო ტრენერის მსმენელები, დიდი ინტერესით ვითვისებთ ყოველივე ახალს....
    წინ მართლაც საოცარი სიახლეები გველის...
     მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს...